Sunday, September 13, 2015

სერთიფიკატი

                                   




                                     ტრენინგის ანგარიში
 ტრენინგის დასახელება: „ინტელის ძირითადი კურსი –პროექტებით სწავლება“
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია : მასწავლებელთა სახლი
ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ზუგდიდის # 1 საჯარო სკოლა ჯეოსელის კლასი
ტრენინგის ხანგრძლივობა : 36 საათი ,9 დღე, დღეში 4 საათი
ტრენინგის მიზანი : ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნა, მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დროის განსაზღვრა.სასწავლო პროექტის გეგმაზე მუსაობა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით,ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებისა და , საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
ამოცანები
ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებასპროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს 21- საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვრონ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე
მოდული 1:
პროექტებით  სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი  აქტივობები:
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
თქვენი პროექტის შესაბამისი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების შერჩევა
საპროექტო იდეების გენერირება
რეფლექსია ბლოგზე

მოდული 2 : ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი  აქტივობები:
სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
სასწავლო ამოცანების ცამოყალიბება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
შეფასების ეფექტური სტრატეგიის მოკვლევა
დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების  გამოვლენისთვის
პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
რეფლექსია ბლოგზე

მოდული 3 : კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა –სწავლების პროცესში
ძირითადი  აქტივობები:
უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეტა უკვეგამოვლენილი საჭიროებების შეფასება
იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების  მიღწევაზე
საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება.
ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის , კომუნიკაციის , თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
ონლაინ თანამშრომლობითი  ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისათვის
რეფლექსია ბლოგზე

მოდული 4:
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი  აქტივობები:
სტრატეგიების შერჩევა  პროექტებზე დაფუძნებულ  და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად .
მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის , პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით.
სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა.
მოსწავლეთა ნამუშევრების  თვითშეფასება.
რეფლექსია ბლოგზე.

მოდული 5 :
მოსწავლეთა პროექტების  შეფასება
თემა : განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი  აქტივობები:
უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
შეფასების  პროცესი  მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეების ა და მათი დაძლევის გზების მოძიება.
თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება /თვითშეფასება.
შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა.
თქვენი მოსწავლეებისათვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა.
შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ , მოსწავლეთათვის შექმნილი  პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი  ცვლილებების  შეტანა
პროექტის გეგმის განხილვა
რეფლექსია ბლოგზე.

მოდული 6 : დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის
თემა : მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე 
ძირითადი  აქტივობები:
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
მოსწავლეთა დამოუკიდებელი  მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
პროექტის გეგმის შევსება სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეტა საჭიროებების გათვალისწინებით
რეფლექსია ბლოგზე
თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით  შექმენით  მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო .

მოდული 7 : ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი,როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები :
კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად.
დამხმარე მასალების შექმნა.
პროექტის გეგმის განახლება
განხორციელების სტრატეგიების განხილვა
დოკუმენტის შექმნა მენეჯმენტისთვის
საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით.
რეფლექსია ბლოგზე

მოდული 8 : პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები :
შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
რეფლექსია ბლოგზე
ინტელის ძირითადი კურსის შეფასება

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება
ჩემთვის intel-ის ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. დაწვრილებით შევისწავლე პროექტზე მუშაობის წარმართვის დეტალები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანი თანამედროვე მიდგომებს სასწავლო პროექტებზე,გავაცნობიერე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი.დავგეგმე პროექტი, ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა ახალი იდეებისა და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ  ცოდნას პროექტებით სწავლების პროცესში.ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე მოვიწვევ  პედაგოგებს და გავუზიარებ მათ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. შევეცდები ისინი დავარწმუნო სიახლეების აუცილებლობაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით.








No comments:

Post a Comment