ტრენინგის ანგარიში
2013 წლის 29
ოქტომბერი
1. ტრენინგის დასახელება
სკოლის დირექტორების ტრენინგი
ტრენინგის ჩამტარებელი
ორგანიზაცია:
G-FRIED საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტი
ტრენინგის ჩატარების ადგილი:
ქ.ბათუმი,ხიმშიაშვილის გამზირი 10
ტრენინგის ხანგრძლივობა:
1 დღე, 8,30.საათი
თემა: სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა
2. მიზანი და ამოცანები
მიზანი:
დაწყებითი
კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში.G-PRIED-ს
ხელშეწყობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დაწყებითი
კლასების მასწავლებლებისთვის ინოვაციური ტრენინგ–პროგრამისა და სკოლის ბაზაზე
პროფესიული განვითარების დანერგვასა და განხორციელებაში.
დღის წესრიგი:
10:00–10:30 შესავალი და მისალმება
ქეთი ჩაჩხიანი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელი
10:30––11:30 წარმატებული სკოლები და დირექტორები ქეთი ჩაჩხიანი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ხელმძღვანელი
11:30–11:45 შესვენება
11:45-12:45 რატომ და როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა შედეგები
მათემატიკაში? პაატა
პაპავა, წიგნიერების მიმართულების
ხელმძღვანელი.
12:45––13:45 რატომ და როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა შედეგები მათემატიკაში? გიორგი
ნოზაძე,მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
13:45—14:45
ლანჩი
14:45–15:15 G-PRIED-ის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის მიმოხილვა.
ქეთი
ჩაჩხიანი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელი.
15.15–16:30
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის აქტივობები ქეთი ჩაჩხიანი,მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ხელმძღვანელი.
16:30–17:00 სასკოლო ვიზიტები და გაკვეთილზე
დასწრება ქეთი ჩაჩხიანი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელმძღვანელი.
17:00–17:30 მასწავლებელთა მონაწილეობა
ტრენინგებში: ლოჯისტიკური საკითხები დაჯილდოება.
ქეთი
ჩაჩხიანი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
3. რეზიუმე
კურსის შეასავალი
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა მოკლედ ისაუბრა G-PRIED-ის პროგრამის
შესახებ. მან აღნიშნა , რომ პროექტში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 122 სკოლა. წარმოგვიდგინა კურსის მიზანი, დღის წესრიგი, გაგვაცნო
საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები,
4. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის
მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. ტრენერმა ისაუბრა 2006 წლიდან
საქართველოს მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში,მათ შორის
წიგნიერების საერთაშორისო კვლევასა (PIRLS) და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების
სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS).მან აღნიშნა,რომ აღნიშნული
კვლევების შედეგად საქართველო ( PIRLS) -ის კვლევაში ( რომელიც ზომავს 9–10 წლის
მოზარდების კითხვის უნარებს) 2006 წელს 45 მონაწილე ქვეყნებიდან 37–ე ადგილზე
აღმოჩნდა, ხოლო 2011 წელს 34–ე ადგილზე. ასევე
საქართველოს შედეგები TIMSS-ში ( IV კლასი) , რომელშიაც საქართველომ ორჯერ მიიღო
მონაწილეობა,2006 და 2011 წლებში იყო შემდეგი: 2006 წ.–43 მონაწილე ქვეყნიდან 37–ე
ადგილი: 2011 წ.––50 მონაწილე ქვეყნიდან მე–40 ადგილი. აღნიშნული კვლევების
შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში
აუცილებელია კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეთა
მიღწევების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.ტრენერმა
ხაზი გაუსვა კითხვისა და მათემატიკის საერთაშორისო შეფასების შედეგად გამოკვეთილ
ფაქტორებს,რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე კითხვასა და
მათემატიკაში.
1. ოჯახი და მშობელთა ჩართულობა მოსწავლის სწავლის პროცესში.
2. სასკოლო რესურსები კითხვისა და მათემატიკის სწავლებისთვის.
3. სკოლის კლიმატი.
4. მასწავლებელთა მომზადება.
5. სწავლება.
ბატონმა პაატა პაპავამ /წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი/ისაუბრა
მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე კითხვაში. დაგვისვა დიდი შეკითხვები:
·
რატომ ვსწავლობთ და ვასწავლით
კითხვას?
·
რა არის კითხვა?
·
როგორ სწავლობენ ბავშვები კითხვას?
·
როგორ ვასწავლოთ კითხვა?
·
რა გვჭირდება კითხვის
სწავლებისათვის?
ბატონმა პაატამ აღნიშნა, რომ ნებისმიერ
სხვა უნართან შედარებით ,კითხვის უნარი ყველაზე მეტად განაპირობებს სასწავლო
პროგრამის წარმატებით ათვისებას. მოსწავლეთა წარმატებებს კი კითხვაში
განაპირობებს:
მოსწავლეთა დამოკიდებულება
კითხვის მიმართ;
კითხვის მოტივაცია;
კითხვაში თავდაჯერებულობა;
კითხვის სწავლება–სწავლისთვის
გამოყოფილი დრო;
მასწავლებელთა
ურთიერთთანამშრომლობა;
მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა
სასწავლო პროცესში;
საგაკვეთილო პროცესები;
საკლასო რესურსები;
სასკოლო და საკლასო
ბიბლიოთეკები;
კომპიუტერის გამოყენებით
ჩატარებული აქტივობები;
სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები (
კვება,ძილი...)
ტრენერმა ასევე ისაუბრა ეროვნულ
სასწავლო გეგმაში შესულ სიახლეებზე,წიგნიერების გამჭოლ კომპეტენციებზე, კითხვის
სტრატეგიების გამოყენებაზე,კითხვის 5
კომპონენტზე, კითხვის სწავლების საბაზისო მოდელებზე ( ინტერაქტიულ და კონსტრუქტიულ
მიდგომებზე) ,კითხვის უნარის შეფასებაზე.ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები G-PRIED-ის
მეთოდური ფილმებიდან.
მათემატიკის მიმართულების
ხელმძღვანელმა ბატონმა გია ნოზაძემ ისაუბრა თემაზე: რატომ და როგორ გავაუმჯობესოთ
მოსწავლეთა შედეგები მათემატიკაში? მან აღნიშნა ,რომ დღევანდელ
რეალობაში მოსწავლეებს სულ უფრო და უფრო მეტად სჭირდებათ საფუძვლიანი მათემატიკური
და ტექნოლოგიური აზროვნება იმისთვის, რომ ნაყოფიერად წარმართონ საკუთარი ცხოვრება. ასევე
ხაზი გაუსვა ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაკეთებულ აქცენტს რაოდენობრივ
წიგნიერებაზე, ისაუბრა ინოვაციურ მიდგომებზე, კონსტრუქტივისტულ მეთოდზე, სწავლების
სამფაზიან მოდელზე. ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები G-PRIED-ის
მეთოდური ფილმებიდან.
შემდგომ ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა მიმოიხილა
G-PRIED-ის პროფესიული განვითარების მოდელი. მისი სამი ძირითადი პრინციპი:
1.
ტრენინგ–პროგრამა;
2. სასკოლო ვიზიტები და გაკვეთილზე დასწრება;
3. მასწავლებელთა ჯგუფები.
მასწავლებელთა სასწავლო
ჯგუფები ითვალისწინებს პედაგოგების ჩართვას სხვადასხვა აქტივობაში. /სამოდელო
გაკვეთილები, ერთობლივი გაკვეთილები, სასწავლო სიტუაციის ანალიზი, გაკვეთილზე
ურთიერთდასწრება, მონაცემთა ანალიზი/
ტრენერმა ქეთი ჩაჩხიანმა ასევე
ისაუბრა სასკოლო ვიზიტებზე და გაკვეთილზე დასწრებაზე. მან აღნიშნა,რომ სასკოლო
ვიზიტი მასწავლებელთა სკოლის ბაზაზე
პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია.
გაკვეთილზე დასწრების მიზანია მასწავლებლის დამატებითი პროფესიული მხარდაჭერა,რათა
მან ეფექტურად შეძლოს ტრენინგ–სესიების დროს მიღებული ცოდნისა და უნარების
წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ტრენინგის დასასრულს
ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების გრაფიკი. Dvd პლეიერით
დაჯილდოვდა შუახორგის საჯარო სკოლა ტრენინგებში 100 % დასწრების გამო.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა
სტიმული და გამიზარდა ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად ხელს შევუწყობ
მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ეფექტურად მუშაობას ჩემს სკოლაში. შევეცდები
შევქმნა მათი მუშაობისთვის სათანადო ფიზიკური და სამუშაო გარემო, მოვახდინო
სასწავლო ჯგუფებში მასწავლებელთა მუშაობის მონიტორინგი და წავახალისო ისინი. გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს
სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან კითხვის
ტექნიკის გაუმჯობესებაში ჩემს საგანში და თანამედროვე სტრატეგიების გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი
სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემს მიერ
შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით, ასევე მოვაწყობ სასწავლო მეთოდური ფილმების ჩვენებას, რომელიც
დაგვირიგდა ტრენინგზე და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლეები დანერგონ გაკვეთილებზე მოსწავლეთა სასწავლო
პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით.
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
სოფ.ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
/რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/
ლულა ხვიჩავა

No comments:
Post a Comment