Sunday, September 13, 2015

სერთიფიკატი

                           ტრენინგის      ანგარიში

                                              2012 წლის 16 ივლისი  – 2012 წლის 17 აგვისტო

1.    ტრენინგის დასახელება
         
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში  /მე–2 დონე/
         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
პედაგოგი: ზ.მიქაია
         ტრენინგის ჩატარების ადგილი:
სსიპ აფხაზეთის # 11 ლტოლვილთა საჯარო სკოლა
         ტრენინგის ხანგრძლივობა:
13 დღე (39 საათი).
2.    მიზანი და ამოცანები
         მიზანი:
საქართველოს სკოლების პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად.
         ამოცანები:
  კურსის შესავალი (მოდული I – 3 საათი)
   გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით  (მოდული II – 24 საათი)
  სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (მოდული III – 6 საათი)
  თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (მოდული IV – 6 საათი)
3.    რეზიუმე
         კურსის შესავალი
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო  თავი , ასევე   თითოეულმა მონაწილემ მოკლედ ისაუბრა საკუთარ თავზე. ტრენერმა მოახდინა  პროგრამის პრეზენტაცია: წარმოგვიდგინა კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია Power Point-ის  შესახებ  პრეზენტაციის გამოყენებით.გავეცანით კურსის სილაბუსს, ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა  დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.
შემდგომ ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობაზე: (ჯგუფური მუშაობა – გონებრივი იერიში), მასწავლებლის სტანდარტებსა და კომპეტენციებზე ისტ-ის გამოყენების სფეროში (სტანდარტების დოკუმენტის მიმოხილვა და შემაჯამებელი დისკუსია, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე (ვნახეთ  და განვიხილეთ სამოდელო გაკვეთილი), სასწავლო პროცესის ძირითად ერთეულებზე (გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი), ვიმუშავეთ სატრენინგო მასალაზე, მივიღეთ საშინაო დავალება (დავრეგისტრირდით gmail.com-ზე და გაუგზავნეთ საცდელი წერილი ტრენერს) და შევაფასეთ ტრენინგის დღე კითხვარის საშუალებით.
         გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით  
ტრენინგის მეორე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–– დღის მასალები, მოვისმინეთ მინი-ლექცია გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურების შესახებ (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება), გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით, D-GP-IP (დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი ვარჯიში) სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიან სტრატეგიის შესახებ ისტ-ის გამოყენებით, ცნების რუკის, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტის შესახებ. შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის დაგეგმვის და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება (გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა, D-GP-IP – ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში), მივიღეთ საშინაო დავალება (შევარჩიეთ საგაკვეთილო თემა, რომელიმე კონკრეტული კლასისათვის, მოვამზადეთ საგაკვეთილო გეგმის მონახაზი ისტ-ის გამოყენებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მესამე დღის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ირგვლივ ისტ-ის გამოყენებით, ვისაუბრეთ ფაილის ტიპებზე, ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე და სასწავლო მასალის მომზადებაზე ტექსტურ რედაქტორში. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (მომზადებული გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები ინტერნეტში, განვაახლეთ გეგმის მონახაზი მოძიებული ინფორმაციის და რესურსების გათვალისწინებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.


ტრენინგის მეოთხე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში და რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას (სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში, ინფორმაციის დიზაინი და MS PP პროგრამა), მივიღეთ საშინაო დავალება (საგაკვეთილო გეგმის მიხედვით მოვამზადეთ მასალა MS PP პროგრამაში).
ტრენინგის მეხუთე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში, მოვამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე და წარვმართეთ ჯგუფების პრეზენტაცია და შევაფასეთ იგი და შევავსეთ შეფასების ბარათები., გამოვიყენეთ სამჯერ თქმის პრინციპი: შესავალში უნდა ვუთხრათ აუდიტორიას, თუ რის თქმას ვაპირებთ; ძირითად ნაწილში უნდა გავშალოთ  და ავუხსნათ აუდიტორიას,რას ვეუბნებით; დასკვნაში მოკლედ მიმოვიხილოთ , რა ვუთხარით აუდიტორიას. დავასკვენით, რომ პრეზენტაცია გვჭირდება გაკვეთილის ახსნისას, განვლილი მასალის შეჯამებისას, დავალების მიცემისას, შესრულებული სამუშაოს /შედეგების დემონსტრირებისას.  
ტრენინგის მეექვსე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ აქტიური ლექცია თემაზე ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (მოძიება ინტერნეტში და გამოყენება სასწავლო პროცესში), ასევე ტრენერმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ვირტუალური ლაბორატორია შეიძლება მათემატიკური ობიექტების შესასწავლად გამოვიყენოთ, რომ ელექტრონული თამაშები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ასევე ისაუბრა თემაზე აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში (სამოდელო ვიდეოჩვენება, შემაჯამებელი დისკუსია, ვიდეოფილმების დემონსტრირება), ვისწავლეთ აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისი ვირტუალური ლაბორატორიით, ელექტრონული თამაშით ან ვიდეო-აუდიომასალით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მეშვიდე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ გაკვეთილის მომზადებაზე (ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება), გავმართეთ დისკუსია თემაზე თუ რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასი ოთახში ისტ-ის გამოყენებისას. ვისაუბრეთ მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვაზე, შემდეგ მიმოვიხილეთ LEMILL -ი და გავიარეთ LEMILL-ში რეგისტრაცია, მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა, დეტალურად აღვწერეთ გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური გარემო და რესურსები) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
ტრენინგის მერვე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდგომ ვისაუბრეთ შეფასების ძირითად პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე/მეთოდებზე (რუბრიკა), ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის მომზადება MS Word, MS Excel-ში, ჯგუფში და მოუკიდებლად მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა კონკრეტული გაკვეთილისათვის და შევაჯამეთ. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავამატეთ საგაკვეთილო გეგმას შეფასების რუბრიკა) და შევავსეთ შეფასების ბარათები.

0-5
D-დაბალი დონე
6-10
C-საშუალო დონე
11-15
B-კარგი დონე
16-20
A-საუკეთესო დონე


ტრენინგის მეცხრე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. გავეცანით მოსწავლეთა შეფასების (ნიშნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემის ავტომატიზებას, სემესტრული ნიშნის გამოყვანას ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირებას. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (LEMILL-ში  ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა და პრეზენტაცია და ჩავამატეთ კოლექციაში და შევავსეთ შეფასების ბარათები.                

No comments:

Post a Comment