ტრენინგის
ანგარიში
1.ტრენინგის დასახელება:
სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო დაკვირვება
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
USAID საქართველოს
დაწყებითი განათლების პროექტი
ჩატარების ადგილი : ქ. თბილისი
, სასტუმრო „ გოლდენ პალასი“
ჩატარების დრო: 31 მარტი, 1 აპრილი,
2 დღე, 12 საათი
ტრენინგის მიზანი და ამოცანები :
საჯარო სკოლის დირექტორების , როგორც სასწავლო პროცესის
ხელმძღვანელების მხარდაჭერა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების პროცესში.
დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება
კითხვასა და მათემატიკაში.
რეზიუმე
მონაწილეთა
რეგისტრაციის შემდეგ , ტრენინგი გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა, რომელმაც
მოკლედ მიმოიხილა G-FRIED -ის პროექტის მიზნები. მან აღნიშნა, რომ პროექტი ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით , პროექტი ხორციელდება დაწყებითი
განათლების პროექტის ( G-PRIED-ის ) ფარგლებში საქართველოს 122 საჯარო სკოლაში. მან
ისაუბრა დირექტორის როლზე საკლასო დაკვირვების
პროცესში .ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ტრენინგის მიზნებზე ასევე ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულების
ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა. მან ხაზი გაუსვა ტრენინგების მნიშვნელოვან ნაწილებს :
---- კითხვისა და მათემატიკის სწავლების ინოვაციური
მიდგომები; კონსტრუქტივისტული სწავლება; სამფაზიანი სწავლება, განმავითარებელი შეფასება
და ა.შ. ;
––– ეფექტური სასკოლო დაკვირვების ჩატარება და მასწავლებლისთვის
უკუკავშირის მიცემა;
–––– მოსწავლეთა შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვება
და მათი ანალიზი და სხვა.
ქალბატონმა ქეთი
ჩაჩხიანმა ასევე ისაუბრა დირექტორის როლზე
საკლასო დაკვირვების პროცესში./მოსწავლეების წარმატებაზე ორიენტირებული ხედვისა და
სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე.სწავლების
გაუმჯობესებაზე, ლიდერების შექმნასა და ხელშეწყობაზე, პერსონალის მონაცემებისა და პროცესების
მართვაზე. / მან აღნიშნა, რომ გაკვეთილზე დასწრება
ხელს უწყობს სწავლების ხარისხზე ორიენტირებული გარემოს შექმნას, ინფორმაციის მოპოვებას
სასწავლო პროცესისა და სწავლების შესახებ, მასწავლებლების პასუხისმგებლობის გაზრდას,
მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციას, მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების გამოვლენასა
და მასწავლებლის შეფასებას. /მან დაწვრილებით განგვიმარტა, თუ რას უნდა დავაკვირდეთ
გაკვეთილზე : /საკლასო გარემოს, მოსწავლეების ჩართულობას, კლასის მართვას,სწავლების
ხარისხს/.ასევე გაგვაცნო გაკვეთილზე დასწრების ფორმალური და არაფორმალური სახეები, რომლის მიზანია მასწავლებლის
სწავლების პრაქტიკის მონიტორინგი და შეფასება. ფორმალური დასწრების შესახებ ინფორმაცია
შეთანხმებულია მასწავლებელთან ,მისი ხანგრძლივობა 45 წუთია, სიხშირე კი წელიწადში ერთხელ
მაინც, ხოლო არაფორმალური დასწრების შესახებ ინფორმაციას მასწავლებელი წინასწარ არ
ფლობს, ხანგრძლივობა 10–15 წუთია, სიხშირე წელიწადში რამდენჯერმე.
მან ისაუბრა
სადემონსტრაციო გაკვეთილის მიზნებზე, რომ
n მონაწილეებმა
უნდა გააცნობიერონ ინოვაციური სწავლების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
n მონაწილეებმა
პრაქტიკულად უნდა გაიარონ ინოვაციურ მეთოდებზე აგებული სასწავლო პროცესი.
ჩვენ მოსწავლეების როლში აღმოვჩნდით.
ბატონმა პაატამ შემოგვთავაზა სიტყვის ვერბალური
და ვიზუალური ასოციაციების სქემა.შემდეგ გონებრივი იერიში ჯგუფებში, დაგვისვა კითხვები:
n რა
სახის კუნძულები არსებობს?
n რა
არის ვულკანური კუნძული?
n როგორ
წარმოიქმნება ვულკანური კუნძული?
ეკრანზე გამოჩნდა საკვანძო სიტყვები:
n რელიეფი
n კრატერი
n ლავა
რელიეფი––უსწორმასწორო ადგილი
კრატერი–– ვულკანის ყელი
ლავა –ცხელი გამდნარი ქანი
დაგვირიგდა გაზეთები და წავიკითხეთ და დავამუშავეთ
ტექსტი, რომლის შემდეგაც დასმულ იქნა შეკითხვა: რა მოხდებოდა კუნძულზე შემდეგ ?
/სიცოცხლის აღმოცენება ვულკანურ კუნძულზე/
პროექტი: სასტუმრო ვულკანურ კუნძულზე
3–2–1. შევაჯამეთ გაკვეთილი .
ჩამოვწერეთ 3 რამ, რაც ვისწავლეთ ამ გაკვეთილზე
/რა სახის კუნძულები არსებობს? რა
არის ვულკანური კუნძული? რა განსხვავებაა ლავასა და მაგმას შორის?/
2 რამ, რაც საინტერესო იყო ჩვენთვის;
/ გამიჩნდა სურვილი ავაშენო სასტუმრო
კუნძულზე , როგორი იქნებოდა ეს სასტუმრო წლების
შემდეგ/
1 შეკითხვა, რომელიც გაქვთ ვულკანური
კუნძულების შესახებ:
რა თანმიმდევრობით განვითარდება ეკოსისტემა
კუნძულზე?
მოვახდინეთ სადემონსტრაციო გაკვეთილის
დებრიფინგი. / პედაგოგიური რეფლექსია/ გავიხსენეთ და ჩამოვწერეთ გაკვეთილის საფეხურები
და ქმედებები. რას აკეთებდა მასწავლებელი, რას ვაკეთებდით ჩვენ, როგორც მოსწავლეები.
რა შედეგები მივიღეთ.ტრენერმა ხაზი გაუსვა გაკვეთილზე გამოყენებულ მეთოდებსა და აქტივობებს
წაკითხვამდე, წაკითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ .მან გამოყო კონსტრუქტივისტული სასწავლო
აქტივობის სამი ფაზა: შემზადება, ცოდნის კონსტრუირება და განმტკიცება/გაღრმავება. განგვიმარტა
დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა./ სასწავლო პროცესის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე,
ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მქონე მოსწავლეების განსხვავებულად სწავლება.
სამი ძირითადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც
განსხვავდებიან მოსწავლეები: მზაობა, ინტერესები და სწავლის სტილი /.ასევე ისაუბრა
დიფერენცირებული სწავლების საჭიროებებზე:
მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლა;
მოსწავლეების ჯგუფებში განაწილება;
შესაფერისი სირთულის სასწავლო მასალა;
შესაფერისი სირთულის მრავალფეროვანი
დავალებები;
უწყვეტი მონიტორინგი. მოვახდინეთ
მასწავლებელზე ორიენტირებული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების შედარება.
შესვენების შემდეგ ქალბატონმა
ნენსი პარკსმა გაგვაცნო განმავითარებელი შეფასების ძირითადი პრინციპები. /განმავითარებელი
შეფასება უწყვეტად მიმდინარეობს სასწავლო პროცესის
განმავლობაში,აქვს მრავალი ფორმა: ––ტესტი, პროექტი, აქტივობა,დაკვირვება ან კონფერენციაც
კი, შესაძლებელია იყოს ფორმალური ან არაფორმალური/ . მოახდინა განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასების შედარება, რომ, განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლების გაუმჯობესება
და მოსწავლისათვის უკუკავშირის მიწოდება, ხოლო
განმსაზღვრელი შეფასების –––მოსწავლის მიღწევის დონის განსაზღვრა.ასევე შემოგვთავაზა
დიაგნოსტიკური ტესტების ნიმუშები .
მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელმა
გიორგი ნოზაძემ ისაუბრა საკლასო დაკვირვებაზე მათემატიკის გაკვეთილზე.
ტრენინგის მეორე დღე
წიგნიერების მიმართულების
ხელმძღვანელმა ბატონმა პაატა პაპავამ ისაუბრა საკლასო დაკვირვებაზე და კითხვის გაკვეთილზე
დაკვირვებაზე. მან განგვიმარტა, რომ საკლასო დაკვირვება არის მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დასწრება
და ამ გაკვეთილის შეფასება სასწავლო პროცესის
გაუმჯობესების მიზნით. გაკვეთილის მსვლელობის დროს დამკვირვებელი აკეთებს სპეციალურ
ჩანიშვნებს მასწავლებლის ქმედებების, მოსწავლეების ქმედებების , სასწავლო რესურსების,
სასწავლო გარემოს შესახებ. საკლასო დაკვირვებას მოსდევს ჩატარებული გაკვეთილის ანალიზი და უკუკავშირი.მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლისათვის
მიწოდებული უკუკავშირი ( შეკითხვები, შენიშვნები
და რჩევები) იყოს ღირებული, კონსტრუქციული და წამახალისებელი . ბატონმა პაატამ ასევე
მიმოიხილა საკლასო დაკვირვების საფეხურები.
n საკლასო
დაკვირვების დაგეგმვა და ორგანიზება;
n ჩასატარებელი
გაკვეთილის წინასწარი მიმოხილვა;
n გაკვეთილზე
დაკვირვება და ჩანიშვნების გაკეთება
n ინფორმაციისა
და გზავნილების მომზადება დამკვირვებლის მიერ ;
n ჩატარებული
გაკვეთილის ერთობლივი ანალიზი. ( რეფლექსია და უკუკავშირი)
n სამოქმედო
ამოცანების განსაზღვრა.
ასევე ტრენერმა
ყურადღება გაამახვილა იმაზე , თუ რას უნდა დავაკვირდეთ .
ნაჩვენები იყო სადემონსტრაციო ვიდეოგაკვეთილი.
შესვენების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელმა
ნენსი პარკსმა მოკლედ მიმოიხილა ეფექტური უკუკავშირის მიწოდების მეთოდები.
წერილობითი უკუკავშირი;
ვერბალური უკუკავშირი ( დაკვირვებისთანავე) ;
ვერბალური უკუკავშირი ( მოგვიანებით)
;
უკუკავშირის მიწოდება შემდეგი
ფორმებით: მადლობის გადახდა,რეფლექსია, /ვთხოვოთ მასწავლებელს მოკლედ გაგვიზიაროს
,რას ფიქრობს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შესახებ./ ,3 ძლიერი მხარე/ მოსწავლეზე
ფოკუსირებით/ , რეკომენდაცია, შეჯამება. ასევე მან ისაუბრა უკუკავშირის გაუმჯობესების
გზებზე.
მოკლე შესვენების შემდეგ სესიაზე ბატონმა პაატა პაპავამ
ისაუბრა დიაგნოსტიკურ შეფასებაზე და ტესტებზე.
გაგვაცნო კითხვის შეფასების ტიპები: სვირინგი
, დიაგნოსტიკა, მიმდინარე მონიტორინგი, შემაჯამებელი დავალება. ასევე ისაუბრა
კითხვის შეფასების ძირითად ფორმებზე და ინსტრუმენტებზე. // კითხვის პროცესზე
დაკვირვება; გასაუბრება კითხვის შესახებ; მორბენალი ჩანაწერები; ტესტები; დავალებების
შესრულების ანალიზი; რუბრიკა 9 შეფასების სქემა) ; მოსწავლის ნამუშევრების პორტფოლიო
// ტრენერმა განგვიმარტა თუ როდის და როგორ
ჩავატაროთ კითხვის უნარების დიაგნოსტირება . რომ კითხვის დროს უნდა შევაფასოთ გაგება–გააზრება,
წერა, გამართული კითხვა, ლექსიკური მარაგი, ანბანის ცოდნა, წიგნთან მუშაობის საწყისი
უნარები,ფონოლოგიური უნარ–ჩვევები. ბატონმა პაატამ ხაზი გაუსვა იმას, რომ რეგულარულ
შეფასებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებაში. საკლასო
და ინდივიდუალური შეფასებები მასწავლებელს უკეთეს სურათს აწვდის მოსწავლეთა კონკრეტული
მიღწევების , ძლიერი და სუსტი მხარეების, გასაუმჯობესებელი ასპექტების შესახებ.
დაგვირიგდა დიაგნოსტირების ტესტების
ნიმუშები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ კითხვის სწავლების გზაზე სკოლის და
მასწავლებლის საბოლოო მიზანია ყველა ბავშვი გადაიქცეს აქტიურ მკითხველად.
ბატონმა გიორგი ნოზაძემ ისაუბრა დიაგნოსტიკური
ტესტირების მნიშვნელობაზე მათემატიკაში .მან
აღნიშნა,რომ ისეთი დავალებებით შედგენილი ტესტი, რომლის დავალებები მოსწავლეთა ცოდნის
ბუნდოვანი არეების გაშუქების საშუალებას იძლევა და სააშკარაოზე გამოაქვს მათი გაუგებრობანი––სწავლების
ეფექტიანობის გაზრდის მძლავრი იარაღია. ამ იარაღით მასწავლებელი არა მარტო თემატურად გამოკვეთს მომავალ აქტივობებს, არამედ
მათ ინდივიდუალურ ელფერსაც შესძენს კონკრეტული მოსწავლეების აზროვნებისა და მათემატიკური
უნარიანობის თავისებურებების გათვალისწინებით. დაგვირიგდა დიაგნოსტირების ტესტების
ნიმუშები მათემატიკაში.
ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა გაგვაცნო
მონაცემთა ანალიზი მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. მან ისაუბრა სკოლის დირექტორის
, როგორც ლიდერის როლზე, მოსწავლეებზე და მათ აკადემიურ მიღწევებზე, ხელისშემწყობ და
ხელისშემშლელ ფაქტორებზე. თუ რა მონაცემების შეგროვება და ანალიზია საჭირო იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენად ეფექტურად
ფუნქციონირებს სკოლა? რა დამატებითი მონაცემების მოპოვება გვჭირდება იმისთვის, რომ შევძლოთ არსებული მდგომარეობის მიზეზების
გამოკვლევა და მდგომარეობის გაუმჯობესება?
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
მიმართულების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა ასევე ისაუბრა სასწავლო ჯგუფების
მონიტორინგზე. გაგვაცნო და დაგვირიგა მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის აქტივობების ანგარიშის
ნიმუში. თუ როგორ უნდა გაუზიარონ კოლეგებმა ერთმანეთს კლასში ჩატარებული დიაგნოსტიკური
შეფასების შედეგები კითხვასა და მათემატიკაში, მოსწავლეთა მიღწევების ძლიერი და სუსტი
მხარეები და გამოხატონ მოსაზრებები შედეგების გაუმჯობესებისთვის საჭირო სტრატეგიების
შესახებ.
აღნიშნულ ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია
დამეხმარება სწავლისა და სწავლების პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში. დარწმუნებული
ვარ ეს ინოვაციური მიდგომები, სწავლების იმ თანამედროვე მეთოდების , რესურსებისა და
სტრატეგიების გამოყენება, რასაც ჩვენ დავეუფლეთ
ამ ტრენინგების წყალობით აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.მასწავლებლისთვის სტიმული იქნება
ის , რომ დირექტორისთვის არ არის სულერთი როგორი გაკვეთილი ტარდება, მასწავლებელს გაუჩნდება
მეტი პასუხისმგებლობა , უფრო კარგად დაგეგმავს გაკვეთილს.





No comments:
Post a Comment