Sunday, September 13, 2015

სერტიფიკატი





ტრენინგის ანგარიში
1.ტრენინგის დასახელება:
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების სისტემა
ჩამტარებელი ორგანიზაცია:
USAID  საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი , სასტუმრო „ შაინი“
ჩატარების დრო:  13–14 ნოემბერი,2 დღე, 12 საკონტაქტო  საათი
ტრენინგის მიზანი და ამოცანები :
საჯარო სკოლების დირექტორთა ცოდნისა უნარების ამაღლება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების მიმართულებით და მათი ხელშეწყობა სკოლებში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. მასწავლებელთა შეფასების სისტემის დანერგვა საპილოტე სკოლებში.
რეზიუმე
ტრენინგის პირველი დღე

მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ , ტრენინგი გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა ნენსი პარკსმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა G-FRIED -ის პროექტის მიზნები. მან აღნიშნა, რომ პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით , პროექტი ხორციელდება დაწყებითი განათლების პროექტის ( G-PRIED-ის ) ფარგლებში საქართველოს 122 საჯარო სკოლაში. მან ისაუბრა  დირექტორის როლზე  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების პროცესში , მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების რუბრიკაზე, რომელიც შეესაბამება მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტს და დაეხმარება დირექტორებს სხვადასხვა მასწავლებელთა საქმიანობის ეფექტურად შეფასებაში, ასევე , მან  ილაპარაკა      მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნაზე .ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნ.ნატრიაშვილი.
    ტრენინგის მიზნებზე ასევე ყურადღება გაამახვილა  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა. მან ხაზი გაუსვა ტრენინგის მნიშვნელოვან ნაწილებს :
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების სისტემის მნიშვნელობა;
შეფასების სისტემის ეფექტურობის მთავარ პრნციპებ და ფაქტორებს ;
მასწავლებელთა შეფასების პროცედურებდა შეფასების პროცესში ჩართული პირების პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებ;
       მან დასვა შეკითხვა : არსებობს თუ არა ჩვენს სკოლებში მასწავლებელთა შეფასების  გამოცდილება? და შემოგვთავაზა სამუშაო ფურცელი –– ედვარდ დე ბონოს აზროვნების 6 ქუდი . ვიმუშავეთ ჯგუფებში და მოვახდინეთ პრეზენტაციები.
ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა ასევე ისაუბრა დირექტორის როლზე  სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების პროცესში.მან  განგვიმარტა  , რომ მასწავლებლის შეფასების სისტემა სკოლისა და სწავლების ხარისხის მართვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან იგი ხელს უწყობს :
n  სწავლისა და სწავლების ხარისხზე და წარმატებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა სკოლაში ;
n  მასწავლებლისთვის მისი საქმიანობის შესახებ მოლოდინების გაცნობას;
n  მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნას  სკოლაში;
n  მასწავლებლების ანგარიშვალდებულებისა და საკლასო ოთახში საკუთარ საქმიანობაზე და მოსწავლეების შედეგებზე პასუხისმგებლობის გაზრდას;
n  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენას;
n  მოსწავლეების შედეგებსა და მასწავლებლის პრაქტიკაზე პასუხისმგებლობის გაზიარებას შემფასებლის /შემფასებელებისა და მასწავლებლის მიერ.
ქალბატონმა ქეთი ჩაჩხიანმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა შეფასების სისტემის უპირველესი ბენეფიციარი არის მოსწავლე, რომელიც შედეგად მიიღებს უფრო ეფექტურ სასწავლო გარემოსა და გაუმჯობესებულ აკადემიურ შედეგებს.
მან ასევე გაგვაცნო მასწავლებელთა შეფასების ეფექტურობის პრინციპები: მასწავლებელთა შეფასების სისტემა უნდა ეფუძნებოდეს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უნდა იძლეოდეს დახელოვნების სხვადასხვა დონეზე მყოფი მასწავლებლების იდენტიფიცირებისა და შეფასების შესაძლებლობას, თუ რას აკეთებს მასწავლებელი პროფესიული საქმიანობის თითოეული მიმართულებით? შეფასების პროცესი უნდა მოიცავდეს მასწავლებლისთვის სასარგებლო და ღირებულ უკუკავშირს, რომელიც უკავშირდება მასწავლებლის მიზნებსა და საჭიროებებს  და შესაბამისი პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობას.
ტრენერმა შეგვახსენა მასწავლებლის სტანდარტის მიზანი––ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ილაპარაკა იმ მოლოდინებზე მასწავლებლების მიმართ, რომლებიც შეესაბამება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და       შესაძლებლობას მისცემს სკოლის დირექტორს შეაფასოს მასწავლებლის ყოველდღიური საქმიანობა:
·         სასწავლო პროცესის დაგეგმვა
·         სწავლება
·         შეფასება
·         სასწავლო გარემო
·         საზოგადოებისა და ოჯახის ჩართულობა
·         პროფესიული ქცევა
დაგვირიგდა სამუშაო ფურცლები თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. ვიმუშავეთ ჯგუფებში და მოვახდინეთ პრეზენტაციები.
შემდეგ  ქალბატონმა ანი აბულაძემ ისაუბრა სკოლის ცხოვრებაში
მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე მოსწავლეთა წარმატებისთვის. მან აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, , მოსწავლეები, რომელთა მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში , უკეთეს შედეგებს აღწევენ. ტრენერი შეეხო მშობელთა ჩართულობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის სამ გზას :
1.კომუნიკაციის გაუმჯობესება
2. მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ სკოლის  პერსონალისა და ოჯახის  ცნობიერების ამაღლება.
3     .პერსონალიზაცია
გაგვაცნო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტ G-FRIED -ის მიერ შერჩეული პროექტები/აქტივობები/ღონისძიებები, რომელტა განხორციელებას არ სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი



ტრენინგის მეორე დღე
ტრენერმა მიმოიხილა  მასწავლებლების შეფასების ძირითადი ეტაპები:
1.    ორიენტაცია
2.    დაგეგმვა და მიზნების შემუშავება
3.    დაკვირვება და მონაცემების შეგროვება
4.    მასწავლებლის თვითშეფასება
5.    წლიური შეფასება
რომელთა სრულყოფილად და თანმიმდევრულად გავლა აუცილებელია შეფასების პროცესის ეფექტურად განხორციელებისთვის.
მასწავლებელთა შეფასების სისტემის განხორციელებამდე  სკოლის დირექტორმა უნდა გამართოს საორიენტაციო შეხვედრა , სადაც მასწავლებლებს მიაწვდის შეფასების სისტემისა და პროცესის შესახებ ინფორმაციას:
·         მასწავლებლის შეფასების მიზანი  და მთავარი პრინციპები
·         მოლოდინები მასწავლებლის საქმიანობის მიმართ
·         მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკა
·         მასწავლებლის შეფასების  პროცედურები, სტრატეგიები და ინსტრუმენტები
·         სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის მოვალეობები მასწავლებელთა შეფასების პროცესში
·         მასწავლებლის შეფასების პროცესის განრიგი
რომლის წინასწარ გაცნობა ხელს შეუწყობს მის ეფექტურად განხორციელებას. ზოგადი საორიენტაციო შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ინდივიდუალურად ხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ სწავლებისა და პროფესიული საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს და თანხმდებიან პროფესიული განვითარების მიზნებზე. ყველაზე შრომატევად ეტაპს წარმოადგენს მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვება და შესაბამისი მონაცემების შეგროვება. წლის ბოლოს დირექტორის მიერ მასწავლებლის საქმიანობის შეფასებამდე იგი თავად აფასებს საკუთარ საქმიანობას შეფასების რუბრიკის გამოყენებით. წლის ბოლოს სკოლის დირექტორი აგროვებს  და აანალიზებს მასწავლებლის შეფასებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას:
ა) გაკვეთილზე დაკვირვების ანგარიშებს;
ბ) მასწავლებელზე პროფესიულ გარემოში დაკვირვების ჩანაწერებს;
გ) მასწავლებლის პორტფოლიოში მოთავსებულ ინფორმაციას;
იგი ასევე ეცნობა მასწავლებლის მიერ მომზადებულ თვითშეფასების ანგარიშს.აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით სკოლის დირექტორი შეფასების  თითოეული რუბრიკის  მიმართულებით აფასებს მასწავლებელს და ანიჭებს შესაბამის ქულებს.
შემდეგ ქალბატონმა ქეთიმ ისაუბრა შემფასებლისა და მასწავლებლის მოვალეობებზე. და გაგვაცნო ცხრილი .
ტრენერმა ასევე მიმოიხილა მონაცემთა შეგროვების სტრატეგიები და ინსტრუმენტები. იმისათვის , რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შემფასებელმა პასუხი გასცეს შეკითხვას : რამდენად ეფექტური იყო მასწავლებლის საქმიანობა იმ ძირითადი მიმართულებით, რომლებიც განსაზღვრულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასწავლებლის საქმიანობის შეფასების რუბრიკაში ,მან უნდა შეაგროვოს სათანადო ინფორმაცია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით:
·         მასწავლებლის გაკვეთილზე დაკვირვება და უკუკავშირი;
·         მასწავლებლის დაკვირვება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში  და სხვა პროფესიულ გარემოში;
·         მასწავლებლის პორტფოლიოს ანალიზი, რომელშიც წარმოდგენილია , როგორც მასწავლებლის, ასევე  მოსწავლეების ნამუშევრები და მათი შედეგები.
დაკვირვების დროს შემფასებელი უნდა დააკვირდეს , როგორც მასწავლებლის პრაქტიკას, ასევე მოსწავლეების საპასუხო ქმედებებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
1.    გაკვეთილის დაგეგმვა;
2.    ფიზიკური გარემო საკლასო ოთახში;
3.    სოციალური და ფსიქოლოგიური  გარემო საკლასო ოთახში;
4.    მოსწავლეების ჩართულობა;
5.    კლასის მართვა;
6.    სწავლება და შეფასება;
ასევე ტრენერმა გაგვაცნო ფორმალური და  გაუფრთხილებელი  დაკვირვების ცხრილი  და ისაუბრა ორივე მათგანის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია  შემფასებელი დააკვირდეს მასწავლებლის საქმიანობას მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში და სხვა პროფესიულ გარემოში.
შემდეგ ქალბატონმა ქეთიმ ისაუბრა მასწავლებლის პორტფოლიოს მნიშვნელობაზე, რომ დირექტორი  მისი დახმარებით  შეძლებს  მასწავლებლის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და გაანალიზებას. გავეცანით მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურას.
დასასრულს ბატონმა პაატა პაპავა მოახდინა საპილოტე სკოლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური შეფასების  ანალიზი .
ტრენინგის დასასრულს  დაგვირიგდა  სადიაგნოსტიკო ტესტების ნიმუშები მათემატიკაში, სკოლის ბაზაზე  მასწავლებელთა შეფასების ანგარიშის ფორმა , გაკვეთილზე დაკვირვების ზოგადი ფორმა დამხმარე  შეკითხვებით, კითხვის უნარის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი, გზამკვლევი სკოლის დირექტორებისთვის „ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების სისტემა“ ,რეკომენდაციები დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობელთა ჩართულობა.
აღნიშნულ ტრენინგზე  მიღებული ინფორმაცია დამეხმარება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა შეფასების  პროცესის   გაუმჯობესებაში. გაიზრდება მასწავლებლის პასუხისმგებლობა  საკლასო ოთახში საკუთარ საქმიანობასა და მოსწავლეების შედეგებზე.





No comments:

Post a Comment