:ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის დასახელება : ტრენერთა
ტრენინგი თემაზე : „ აფლატუნი-- ბავშვის სოციალური და ფინანსური განათლება“.
ტრენინგის ორგანიზატორი ორგანიზაცია: ასოციაცია „ ათინათი“.
ტრენინგის ჩატარების თარიღი: —2015 წლის 1-3 მაისი, ზუგდიდი.
ტრენინგის მონაწილე მასწავლებელი : ლულა ხვიჩავა
ტრენინგის მიზანი :
პროგრამა „აფლატუნი" ბავშვთა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსური
განათლება“ მსოფლიოს 95 ქვეყანაშია
გავრცელებული და მასში ჩართულია 1 300 000 ბავშვი და ახალგაზრდა. ტრენინგის მიზანია
,6–დან 14 წლამდე მოზარდების ხელშეწყობა იმ
უნარ–ჩვევების ათვისებაში , რაც გულისხმობს საკუთარი თავის შეცნობას, ბავშვისა და მოზარდის
უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერებას, სხვადასხვა რესურსებისა და ფინანსების
დაზოგვას, დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, სოციალური და ფინანსური პროექტების აგებასა
და განხორციელებას.
დღის წესრიგი:
პირველი დღე
1.ტრენინგის მნიშვნელობის მოკლე მიმოხილვა.
//გაცნობის სავარჯიშო//
2.მოლოდინები
3.რა ვიცი აფლატუნზე? // რა მინდა გავიგო? // რა
გავიგე აფლატუნზე //
4.ტრადიციული სწავლება // ბავშვზე ორიენტირებული
სწავლება // განსხვავებები
5 ტრენინგზე ქცევის ოქროს წესების შემუშავება . // ემბლემები,ხელმოწერები//
მეორე დღე
1.ენერჯაიზერი
2. აფლატუნის 5 ელემენტი:
1.თვითშეცნობა
2.უფლებები და ვალდებულებები
3. დანაზოგი და ხარჯიანობა
4. დაგეგმვა და ბიუჯეტირება
5. ბავშვის სოციალური და ფინანსური ინიციატივა
3.სავარჯიშოები//პრეზენტაციები//უკუკავშირები
მესამე დღე
1.
ენერჯეიზერი
2.აქტივობები //პრეზენტაციები
//უკუკავშირები//
ტრენინგის ძირითადი საკითხები:
ეს ეფექტური პროგრამა ხუთი კომპონენტისგან შედგება:
თვითშემეცნება, ფინანსების დაზოგვა ბიუჯეტირება და დაგეგმვა, ფინანსური და სოციალური
მეწარმეობა, საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერება.
რა ვისწავლე ამ ტრენინგზე?
ტრენინგზე ავითვისე
საკუთარი თავის უკეთ შეცნობის უნარ-ჩვევები, ღრმად ჩავფიქრდი იმაში, თუ რამდენად
მისაღებია ის პრინციპები, რაც გამაჩნია.ვფიქრობ , რომ ჩემი თავის უკეთ შეცნობა დამეხმარება ჩემი ჭეშმარიტი სურვილებისა და მიზნების
გაცნობიერებაში, პირადი შესაძლებლობების გამოვლენაში, საკუთარი ქმედებების შედეგის
გაცნობიერებაში, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში
და დაცვაში.ჩემი უფლებებისა და პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებაში. საზოგადოებრივად
სასარგებლო საქმიანობებში მონაწილეობის სურვილის აღძვრაში. ქვეყნის ინტერესების , ტრადიციებისა
და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის უკეთ გააზრებაში.მივიღე ინფორმაცია სოციალური განათლების საკითხებში რომელიც , როგორც მოქალაქეს დამეხმარება შევიგრძნო
სოციალური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მნიშვნელობა.
როგორც პროფესიონალს ფინანსურ განათლებაზე მიღებული
ცოდნა დამეხმარება დაზოგვის, ბიუჯეტირების და ფინანსურ დაწესებულებასთან ურთიერთობის
უნარების გამომუშავებაში. დაგეგმვა და ბიუჯეტირება დამეხმარება ,ასევე, პროექტების განხორციელებაში, სკოლის მენეჯმენტის სწორად წარმართვაში.
ადამიანები ყოველდღიურად
ექცევიან სტრესულ სიტუაციებში, პრობლემები გროვდება და თითოეულის დაძლევა საკმაოდ რთული და ზოგჯერ კი, შეუძლებელი ხდება.სწორი ქმედებები
და წარმატებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური უნარ-ჩვევები მიზნების და წარმატების
მიღწევის გარანტიაა და ტრენინგზე გაჟღერებული პრობლემური სიტუაციებისა და სტრესული დაძაბულობის
დაძლევის მაგალითები დამეხმარება სტრესის
დაძლევაში, პრობლემების გადაჭრაში, წარმატების მიღწევაში, ჩემს მოსწავლეებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობების
ჩამოყალიბებაში, ადამიანების პიროვნული ზრდისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობაში.
რას გამოვიყენებ პრაქტიკაში ?
ტრენინგზე მიღებული თეორიული
ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით სკოლაში ჩავატარებ ტრენინგებს სხვადასხვა ასაკობრივ
ჯგუფებთან. ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავებ სასურველ და საინტერესო პროექტებზე
და დაფინანსების შემთხვევაში განვახორციელებ მათ. ასევე დავგეგმავთ და განვახორციელებთ
სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს. ვიზრუნებ სკოლაში არაფორმალური სწავლების ხაზით
„ აფლატუნის“ კლუბის ჩამოყალიბებაზე.
დაგეგმვისა და ბიუჯეტირებისათვის
სასარგებლო ხერხების, რეგულარული დაგროვების სარგებლიანობის გათვითცნობიერება დამეხმარება
შემოსავლებისა და ხარჯვების დაზოგვაში, იმის გააზრებაში თუ როგორ მივაღწიო ხარჯების
მინიმუმამდე დაყვანას. დამეხმარება ასევე იმაში, რომ ვიზრუნო მცირე სოციალური და ფინანსური
საწარმოს შექმნასა და მართვაზე. , ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის
პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეთა აქტიურ ჩართვაზე სოციალური მეწარმეობის განვითარების
პროცესში.
ტრენინგზე თვითშემეცნების
ანუ რეფლექსიური აზროვნების მნიშვნელობის, ბავშვისა და მოზარდის უფლებებისა და პასუხისმგებლობების
კარგად გააზრების შემდგომ ხელს შევუწყობ ჩემს მოსწავლეებს პიროვნულ ზრდასა და თვითრეალიზაციაში,
დავეხმარები მათ პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტაში. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას პრობლემური
სიტუაციებისა და სტრესული დაძაბულობების დაძლევის, ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესების
გზების შესახებ გამოვიყენებ როგორც მოსწავლეებთან , ასევე კოლეგებთან ურთიერთობისას.
ვიზრუნებ
იმისათვის, რომ ჩემს მოსწავლეებს განუვითარო
მზრუნველობის უნარ-ჩვევები გარემოსა და თემის მიმართ, ასევე შევაჩვიო ისინი
განსხვავებული ადამიანების პატივისცემისა და ცნობის აღიარებას.
